ანი მიროტაძე: კონსულტაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით განახლდა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა გარკვეული კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მან განაცხადა, რომ კონსულტაციები ამ ეტაპზე განახლდა, თუმცა ახალი ამაში არაფერია, რადგანაც კონსულტაციები მანამდეც იმართებოდა. მიროტაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ფორუმი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.
„თქვენ იცით, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მუდმივად იყო კონსულტაციები და ამაში ახალი არაფერია, ახლა ეს კონსულტაციები განახლდა. არასაპარლამენტო ოპოზიციას თავისი შემოთავაზებები აქვს და ძირითადი მიზანი ის არის, რომ შეიცვალოს დღევანდელი სისტემა და აღარ იყოს მაჟორიტარული. შეიძლება ვიფიქროთ შერეულ სისტემაზეც. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო შემოთავაზება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. განვიხილავთ ამ წინადადებას, მაგრამ არცერთი გადაწყვეტილება ფორუმს ჯერჯერობით არ მიუღია“, – განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები