ლევან მურუსიძე: იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ

იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში განუცხადა, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
„მოვისმენთ შენიშვნებს, მაგრამ, პირველ რიგში, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატივისცემის გამოხატულება. თუ არ იქნა პატივისცემა, არ იქნება არაფერი. სასამართლოს აქვს ძალა, მიდის დამოუკიდებლობისკენ, გაძლიერებისკენ და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. მოვისმენთ ნებისმიერ პოზიციას, მაგრამ შეურაცხყოფას სასამართლო არ მიიღებს. თხოვნა მექნება არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ კარგი იქნება, თუ დიალოგის რეჟიმში გადავალთ. მერწმუნეთ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, მურუსიძემ აღნიშნა, რომ იგივე მასთან მიმართებაში, ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა.
მურუსიძე განმატავს, რომ როცა ის დანიშნეს, საკუთარი კანდიდატურისთვის ხმა არ მიუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები