კომუნიკაციის სფეროში ახალი Online ჟურნალი PR News Georgia შემოდის

კომუნიკაციის სფეროში ახალი Online ჟურნალი PR News Georgia შემოდის, რომელიც მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (და არა მარტო) არსებულ სიახლეებს, ტენდენციებსა და ანალიტიკურ სტატიებს. ვებგვერდი მომხმარებელს მიაწვდის მუდმივად განახლებად და საინტერესო ინფორმაციას ქართულ და უცხოურ პიარსფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
PR News Georgia საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის სტუდენტური StartUp პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა. პროექტის ავტორები ,,ჯიპას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდნტები: ცაბო გუგუნაშვილი, თამარ ბუაძე, ლელა კიკალეიშვილი, ნინი ვადაჭკორია და ელენე დანელია არიან.
PR News Georgia-ს სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
http://gipanewscafe.net/_gipamapr_2016_01/pr_07/.
ორგანიზატორების განცხადებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში პროფესიონალიზმისა და კონკურენტუნარიანობის დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა და ანალიზი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება PR News Georgia-ს მთავარი იდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები