მაია ბითაძემ და ეკატერინე გრიგალავამ კონფერენციაში – „კორპორაციული მდგრადობა და გარემოს დაცვა“ მიიღეს მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა – მაია ბითაძემ და ეკატერინე გრიგალავამ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში – „კორპორაციული მდგრადობა და გარემოს დაცვა“ , რომლის ორგანიზებაც გაეროს გლობალური კომპაქტისა (UNGC) და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ განხორციელდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „როგორ შეუძლია ბიზნესს თავიდან აირიდოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე?“. ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, განიხილა კონკრეტული საერთაშორისო მაგალითები და ასევე, შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენციაში საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები