შსს-მ მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ლიანდაგში 15 წლის გოგონა ჩავარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, გოგონას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები