გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გვირიკაშვილი, “აუდიტორია 115”-ის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ რეჟიმში, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
“აუდიტორია 115”-ის ინფორმაციით, პრემიერთან მათ მიერ წამოყენებულ საკითხებს განიხილავენ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძეც ესწრებას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და “აუდიტორია 115”-ის წევრებს შორის შეხვედრა 17 აპრილს გაიმართა, სადაც პრემიერმა მათ თსუ-ს მე-6 კორპუსის დატოვება და სწავლის პროცესის აღდგენა სთხოვა. მთავრობის მეთაურმა, სტუდენტებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით თანადგომა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები