აშშ გეოპოლიტიკურ ომს აგებს

ავტორი – ალექსანდრ როჯერსი

როგორ აგებს აშშ გეოპოლიტიკურ ომს?

არსებობს ერთი დეტალი, რომელზეც ლაპარაკს ყველა ერიდება. საქმე ისაა, რომ ახალი მსოფლიო ომი რამდენიმე წელია დაიწყო, უბრალოდ, ჯერ არ შეუერთდა გლობალურ ფაზას.

მიმდინარე სიტუაციის წინასიტყვაობა 

იუგოსლავიის განადგურება – ცივი ომის კვალია, რისი შედეგიც საბჭოთა კავშირის მარცხია. ირანი და ავღანეთი ლოკალური ამოცანების ამოხსნაა ადგილობრივი რესურსების განადგურებაში, ნარკოტრეფიკის დამკვიდრებაში და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაში. ხოლო ლიბიაში გლობალურ-სტარატეგიული ოპოზიცია ვითარდება. ლიბიაში თავდასხმის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პროექტი „ოქროს დინარი“, აფრიკის „წყლის დამოკიდებულობის პრევენცია“ (დიდებული მიწისქვეშა მდინარე), ხელმისაწვდომი ნავთობი და ამუშავდა მოქალაქეთა ხელით ნატოზე თავდასხმა (აღმოჩნდა არაპერსპექტიული).
მომავალი მიზნები ცხადი იყო – საქართველო, სირია, ირანი, უკრაინა, დნეპრისპირეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია. ზოგან პირდაპირი თავდასხმა იყო, ზოგან კი დესტაბილიზაცია მეამბოხეთა მხარდაჭერით და სამოქალაქო კონფლიქტების გაღვივება. „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა ირანსა და ბელორუსიაში არაშესაფერისი სოციალური სიტუაციის და სუსტი ოპოზიციის გამო ფუჭი აღმოჩნდა.e183aae183aee18398e1839ce18395e18390e1839ae18398
ცხინვალში რუსებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ხოლო ქართული ჯარი იმაზე მშიშარა აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკელი სტრატეგები ვარაუდობდნენ. სირიაში, რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის დიპლომატიური მხარდაჭერის და ირანის დაზვერვის წყალობით, „ასადი“ უძლებდა. ირანს „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ აქტივირებაც კი მოუწია, რომლებმაც დაბომბეს ისრაელი და ამით ანიშნეს, არ ჩარეულიყვნენ (რის შემდეგაც ისრაელში საკმაოდ ძლიერი ლობი გაჩნდა „ასადის“ მხარდაჭერით.
აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ემზადებიან. ამ ქვეყანას ტვირთავენ იარაღებით (რომ დარწმუნდეთ ამაში, საკმარისია მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტის და შესყიდვების შემოწმება), რათა მომავალში, მათი დახმარებით მოხდეს რუსეთის და ირანის დესტაბილიზაცია. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ყარაბაღში დაიწყება (სადაც ვიწროა, იქ გაწყდება). ის, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, არ ანაღვლებს არცერთ გლობალურ მანიპულატორს. ასევე, როგორც არ ანაღვლებთ უკრაინის ბედი, რომელსაც დაჟინებით უპირისპირებენ რუსეთს (ამ დღეებში კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გამოყვეს ჯარის და მილიციის გაძლიერებისათვის).
ცეზარის ტაქტიკა – დააპირისპიროს ბარბაროსები ერთმანეთთან, მოისყიდოს ადგილობრივი ტომების „ელიტა“- მშვენივრად არის აღწერილი „წერილებში გალის ომზე“, რომელიც გვანახებს, ვის რამდენი ფული მისცეს მეზობელზე თავდასხმაზე.

ტაქტიკურ-ეკონომიკური კვლევა

რატომ მაინცდამაინც ჩამოთვლილი ქვეყნები? ეს სტრატეგიული კვლევაა. აშშ აშკარად აგებს ეკონომიკურ დომინირებას, ამიტომ ეჭიდება ჯარის დომინირებას და აკონტროლებს რესურსებს (ასეთი ფორმულით: „ჩვენ თუ არა, სხვა არ მოიხმარს“). ბელორუსი და უკრაინა აცალკევებენ რუსეთს ევროკავშირისაგან, მათი კონტროლი აძლევს იმის პოტენციალს, რომ აკონტროლონ ევროპაში ნახშირწყლები, რაც აძლიერებს ევროკავშირის და აშშ-ის კავშირს. ლიბია წყაროა, რომელიც აწვდის ევროპას ზეთს.
საქართველო და აზერბაიჯანი – ეს სამხრეთ რუსეთის დესტაბილიზაციაა, პლაცდარმი შუა აზიის რესპუბლიკაში შესაღწევად, ტრანსპორტების არტერიისთვის შექმნილი საფრთხე რუსეთ-ჩინეთის და ჩინეთ-ირანს შორის.
სირია პლაცდარმია ირანში შესაღწევად, თურქეთის (რომელიც უფრო და უფრო შორდება აშშ-ის გავლენის სფეროს) და ირანის ურთიერთობის მოგვარების შემაფერხებელი. ამის გარდა, სირიაში რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზაა (ხმელთაშუა ზღვაში). ირანი აკონტროლებს ორმუზის დინებას, რისი მეშვეობითაც აკონტროლებს სპარსეთის ყურეს.

მოტივაცია

ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი – ჰეგემონიის სტატუსის სამი პოტენციური კანდიდატია აშშ-ის დაცემაში (ჩინეთი ყველაზე აშკარაა). ამიტომ აშშ ქვეყნის განვითარების ნაცვლად თამაშობს დესტაბილიზაციაზე და სხვა ქვეყნების განადგურებაზე, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებიც არიან – ნატო და ევროკავშირი.10152709_10152059010419779_919666771_n
აშშ-ის გლობალური თავდასხმის ოთხი მიზანი: ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ევროკავშირი რამდენიმე წელია ეკონომიკურად ახდენს ზეწოლას. რუსეთის გარშემო ქმნიან „არასტაბილურ წრეს“, ანალოგიური წრის შექმნას ცდილობდნენ ჩინეთში ( უშედეგოდ, ამიტომ გადაინაცვლეს სამხრეთ ჩინეთის საზღვაო ბლოკადის ვარიანტზე) , ირანის შეშინებაც სცადეს და მათთან მოლაპარაკებაც (აქაც უშედეგოდ). აშშ ჩქარობს, რადგან მათი გეგმების რეალიზაციისთვის სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯარა 2018 წელს იხურება. ამ დროისთვის რუსეთი გეგმავს ჯარის გადაიარაღების დასრულებას, ჩინეთმა კი 10-15 ახალი თვითფრინავი უნდა ჩაუშვას წყალში.
სირიის უიღბლობამ აშშ აიძულა, ნაჩქარევად გადაეხედა გეგმებისთვის. მოუწიათ დაეჩქარებინათ უკრაინაში, მათ მიერ დაგეგმილი გადატრიალება ( თავიდან ის 2015 წლისთვის იგეგმებოდა). სიჩქარის გამო, რუსეთის, სამხრეთ ზღვის გასაყრისგან განცალკევების ნაცვლად, „აჩუქეს“ ყირიმი, რითაც გააძლიერეს მათი პოზიცია.

რუსეთამერიკული ურთიერთობა

გარკვეულ მომენტამდე რუსეთის ხელისუფლება ამერიკის წესებით თამაშობდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდნენ დათმობაზე ვაშინგტონთან, იმ იმედით, რომ აშშ მშვიდად შეაერთებს რუსეთს სამშვიდობო გლობალურ სისტემაში. დრო გადიოდა და აშშ თავის დაუსჯელობას ვერ ამჩნევდა და მიიჩნევდა, რომ ყველაფრის უფლება აქვს, შეუძლია აიღოს ის, რაც უნდა.
სამანტა ჰაუერის შემაშფოთებელ მიმართვაში ჩურკინისადმი ძალიან ნათლად ჩანს ამერიკული კოლექტიური პოზიცია: „არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ წაგებული მხარე ხართ“. ამ სიტყვებში, ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, ამერიკელების სრული მსჯელობაა. თვითონ აშშ-ს კი არ უნდა დაავიწყდეს, რომ „სამუდამო გამარჯვება“ არ არსებობს, ამის ნაცვლად კი ისინი აგრძელებენ ზეწოლას.10149889_10152059010444779_607366390_n
ამასთან, აშშ მკაფიოდ აგრძელებდა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებას – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარებას ევროპაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს აშენებდა სამხედრო ბაზას, დიპლომატიური კავშირების მეშვეობით რუსეთს უპირისპირებდა მეზობელ ქვეყნებს (ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა) და გრანტების მეშვეობით მხარს უჭერდა ლიბერალურ „მეხუთე კოლონიას“, რომელიც მდებარეობს რუსეთში, ამით აშშ პროვოცირებას უწევს „ფერადი რევოლუციისკენ“ და სეპარატიზმისკენ.
გარდამტეხი აღმოჩნდა კადაფთან დაკავშირებული მომენტი. ლიბიის ლიდერი ფაქტობრივად ჩაბარდა დასავლეთს, შეასრულა მათი ყველა მოთხოვნა, გადაიხადა კომპენსაციები, ახლოს მიუშვა თავის ქვეყანასთან დასავლური კორპორაციები, თუმცა ლიდერი მაინც სასტიკად დასაჯეს.
ამის შემდეგ რუსეთმა დასკვნა გამოიტანა, რომ ხალხთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს – მაინც „ შეგჭამენ“. და ამ მომენტიდან უეცრად შეიცვალა რუსეთის სახელმწიფოს რიტორიკა (არა მარტო პუტინის) და მოქმედების სტრატეგია. რუსეთმა დამოუკიდებლად დაიწყო შიდა პოლიტიკა – დაებლოკა აშშ-ის აგრესია გაეროს მეშვეობით, განეხორციელებინა ჯარის გადაიარაღება, გადაეყვანა ეკონომიკა თვითგანვითარებაზე, ინოვაციური განვითარება (ეტაპობრივად და არა სწრაფად, რადგან გლობალური პროექტები სწრაფად არ კეთდება).

რუსეთის როლი

რუსეთის ფედერაცია, დასავლურ და ლიბელარულ მედიაში ყოველთვის ფიგურირებს, როგორც „აგრესორი“. სინამდვილეში კი, რუსეთი უკვე დიდი ხანია იმყოფება ეშელონური თავდაცვის ქვეშ და ის, რაც ჩანს აგრესიად, რეალურად, თავდაცვითი ოპერაციაა. სააკაშვილის თავდასხმა ცხინვალზე – რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაა. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაყენების მცდელობა რუსეთის საზღვარზე – აგრესიაა რუსეთის წინააღმდეგ. მოჩვენებითი მცდელობა, რუსეთში ჩატარდეს „ჭაობის რევოლუცია“- რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაა. თავდასხმა Greenpeace-სგან დაქირავებულების მიერ არქტკიკულ მწვერვალზე – რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაა. კიევის მოვლენები – რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაა.
ცხადია, რეალური აგრესორები სინამდვილეში არსებობენ. ისინი ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ავღანეთში და ერაყში, ჩაატარეს სამოქალაქო ომები სირიაში და ლიბიაში, ახდენენ უკრაინის ულტრამემარჯვენე ნაციონალების შეიარაღებას. აშშ-ს მთელი მსოფლიო სჭირდება და „ცოტა“ არ აკმაყოფილებს.

უკრაინის როლი

დღეს, უკრაინის ხელისუფლების პროპაგანდა, თავისი მცირე ძალებით აფართოებს აზრს, რომ ჩვენს „უკრანასა და რუსეთს შორის ომია“. ეს მიზანმიმართული ტყუილია. უკრაინა საერთოდ არ არის ამ სუბიექტების მონაწილე – ის უბრალოდ ველია, სადაც დაემთხვა აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის აზრები (თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ველია, სადაც ეწინააღმდეგება მათი ინტერესები). აშშ-ის პროტეჟეს წინ დგას ამოცანა – ნებისმიერ ფასად დააყენოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ან აშეაჩერონ სამოქალაქო ომი ქვეყანაში.10152731_10152059010424779_1668154776_n
რუსეთის ფედერაციას და ევროკავშირს არ აწყობს იაროშის და დანარჩენების მუქარა „მილის აფეთქებაზე“ ან თუნდაც „ ააფეთქონ ატომური ელექტროსადგური“ (და მით უმეტეს – უკრაინას). სამაგიეროდ, ეს აწყობს აშშ-ს, ისინი ამით დაასუტსებენ რუსეთს და ევროპას. კიდევ ერთი მტკიცება, ვის სურს და ვინ შეუკვეთა ეს „სიმღერა“ (აშშ ირიბად უჭერს მხარს მრავალ ტერორისტულ ორგანიზაციების მთელს მსოფლიოში).
სინამდვილეში მიმდინარეობს არაოფიციალური მსოფლიო ომი აშშ-სთან. (ევროკავშირის ნაწილი დღეს მიიჩნევს, რომ ამერიკის მომხრეა,ზოგი კი ნელ-ნელა აცნობიერებს ამ შეცდომას). როგორც არ უნდა აშუქებდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, რეალურად, სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი უკრაინული კონფლიქტი, არსებობს რუსეთის მხარე და ამერიკელი მარიონეტები, რომლებმაც შეიპყრეს კიევი და გულმოდგინედ ასრულებენ უფროსების ინსტრუქციებს.

წყარო: www.ru-an.info

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები