საბრძნეთში რადიოწამყვანს პირდაპირ ეთერში დანა დაარტყეს

  საბერძნეთში ქალაქ ლარისაში სპორტული გადაცემების რადიოწამყვანს იანის კალოიანისს პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა კალოიანისი დანით დაჭრა, – წერს უცხოური მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სტუდიაში შეიჭრა და ჟურნალისტს დანით დაემუქრა. ბერძნული პორტალ „Sport 24“-ის ინფორმაციით, დამნაშავემ წამყვანს დანა ზურგში ჩაარტყა. რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.
რადიოჟურნალისტ სოფია პაპატანასიუს განცხადებით, კალოიანისს ჭრილობის გამო კიდევ 10 წუთის მანძილზე გადაცემა მიჰყავდა. თუმცა როდესაც წამყვანი სკამიდან ადგა, სულ სისხლში იყო. კალოიანისი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კალოიანისი უკვე დაჰკითხეს სამართალდამცავებმა. მისი თქმით, თავდამსხმელი რეგულარულად მოდიოდა სტუდიაში და ჟურნალისტს გადაცემის წაყვანაში უშლიდა ხელს.
თავდამსხმელს პოლიცია ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები