"დისტანციურ დაკითხვაზე თავის არიდება, ვფიქრობ, არასწორია"

  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირკაშვილის შეფასებით, დინსტანციურ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის უარი არასწორი გადაწყვეტილებაა. “არა მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში თავის არიდება, თუნდაც დინსტანციური დაკითხვისაგან. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ვერ გეტყვით, რატომ უნდა არიდებდეს თავს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა, ხოლო მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის ამ ფორმაზეც უარს აცხადებს. ექსპრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები