ბაგებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბაგებში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი გამვლელებმა საკანალიზაციო ჭაში აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.