„ფინლანდია“, „ბელუგა“ , „ნეფტი“, „ჰენესი“ „ჯეკ დენიელსი“ – საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სასმელები ამოიღო (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მაკრის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა.
“გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები