რას აცხადებს სახლის მეპატრონე, სადაც სამართალდამცავებმა მამაკაცის გვამი იპოვეს

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე, სადაც სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, კომენტარს აკეთებს. როგორც კაკაურიძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, მათ წარმოდგენა არ აქვთ, საიდან აღმონდა გვამი მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში. მათივე თქმით, 2 წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
სახლი დაკეტილი აქვთ და იქ მხოლოდ სეზონურად ადიან. მისივე თქმით, მთლიანი სახლი მათ არ ეკუთვნით და ნაწილი ოჯახის ნათესავისაა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს ის პიროვნებაა, რომლის დასაკავებლადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ჩვენთვისაც შოკია. რაც იქ მოხდა. იპოვეს გვამი. მეტი არაფერი ვიცით. დაკეტილი გვქონდა ეგ სახლი. სეზონურად ავდიოდით ხოლმე. ეს სახლი მარტო ჩვენი არ არის. ნაწილი ჩემი მეუღლის მამიდაშვილის არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისამართით დასმული ეს კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან“,- განაცხადა სახლის მეპატრონემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები