კოჯორში მომხდარი მკვლელობის დეტალები – “ცხედარი თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში”

კოჯორში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მიწაში ჩამარხული იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცის ცხედარი მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამასთან, მათივე თქმით, მამაკაცის მკვლელობა შესაძლოა, ყაჩაღობას უკავშირდებოდეს რომელიც 2014 წელს მოხდა.
“როგორც ყური მოვკარი, მოუკლიათ და მკვდარი უპოვიათ, ჩამარხული მიწაში. ტრაქტორით მოვიდნენ და ამოიღეს, ზევიდან ქვიშა ეყარა, თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში და ჩადგმული მიწაში”, – განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები