კოჯორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მიწაში ჩამარხული იპოვეს

კოჟორში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
27 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა დაახლოებით 7 მეტრის სიღმრიდან ამოიყვანეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამართალდამცავებთან ერთად თავად დამნაშავემ ამოიყვანა. მან აღიარების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მათთვის ეჩვენებინა ადგილი, სადაც მან მკვლელობის შემდეგ ცხედარი დამარხა.
მათივე ინფორმაციით, ცხედარი კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა გადასხმული და მიწაში ასე იყო ჩაფლული. ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები აღნიშნულს 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რომლის დროსაც დედა-შვილი გაუჩინარდა. მოგვიანებით დედა თბილისის ზღვაზე ყელგამოჭრლი იპოვეს, შვილის კვალი კი ამ დრომდე უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები