გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის ესკორტმა კამერუნში ბავშვი მოკლა
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის სამანტა პაუერის ესკორტი კამერუნში 7 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგად ის გარდაიცვალა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ინციდენტი კამერუნის ქალაქ მარუასთან მოხდა.
პაუერი იქ ლტოლვილების ბანაკის მოსანახულებლად ჩავიდა. იქ მყოფმა ადამაინებმა ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო-ჰარამის“ მოქმედების გამო საკუთარი სახლები დატოვეს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ბავშვი გზაზე მოულოდნელად გამოჩნდა, ხოლო ესკორტი 100 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილდებოდა, შესაბამისად, მძღოლმა შეჯახებისგან თავის არიდება ვეღარ მოახერხა. სამანტა პაუერი უკვე შეხვდა დაღუპული ბავშვის ოჯახს და მას სამძიმარი გამოუცხადა.