რუსეთში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთში „რობინსონის“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კატასტროფა იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში მოხდა. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, კატასტროფა ორშაბათს ღამით მოხდა, როდესაც სამი ვერტმფრენი კომიდან კუნძულ ბელიზე მიფრინავდა. კუნძულთან მიახლოებისას, ამინდი გაუარესდა და ორი ვერტმფრენი სათადარიგო აეროდრომზე გადაფრინდა. ერთი კი დასაზვერად გაფრინდა. ამ ვერტმფრენთან რამდენიმე წუთში კავშირი გაწყდა. მან კატასტროფა განიცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები