ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წყალდიდობის შედეგად აქ ოთხი ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმა გახდა. მხოლოდ ერთი დღის განმავლოაბში აქ 44 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ქალაქ ჰიუსტონში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და ათაზე მეტი სახლი დატბორა. ელექტროენერგიის გარეშე 70 ათასი აბონენტი დარჩა. 1200 ადამიანი ევაკუირებულია. წყლის გარდა მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან ადიდებული მდინარეების ზედაპირზე მცურავი შხამიანი გველები და მწერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები