მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა ჟურნალისტებს განუმარტა, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიებით.
მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა ფორმით უზრუნველყოფს მოსამართლისთვის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ბინების საკუთრებაში გადაცემა „დამკვიდრებული პრაქტიკაა“.
გიორგი დავითურის განმარტებით, მოსამართლისთვის ხელფასით უზრუნველყოფა მოწესრიგებულია სხვა კანონით, ხოლო ცხოვრებისა და ღირსეული პირობების შექმნა – სხვა კანონით.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები.
აღნიშნულ ჩანაწერს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს აგრეთვე სახელმწიფოს იგივე ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ განახორციელებს ამ ვალდებულებას, ეს არის მისი დისკრეცია და მისი გადასაწყვეტი.
რაც შეეხება ბინის გადაცემის საკითხს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ბატონი მერაბ ტურავას შემთხვევა არ არის პრეცედენტი, როცა მოსამართლეს გადაეცემა ბინა“, – აღნიშნა გიორგი დავითურმა.
არსებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის მოთხოვნით, ბათუმის საკრებულოში მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე 20 აპრილს იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები