სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 116-ჯერ დაარღვია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მათი ცნობით, მოწინააღმდეგე მხრიდან ცეცხლი ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე დასახლებულ პუნქტებზე და ყარაბაღში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის მიმართ გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებით, აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხოდ 124 ცეცხლსასროლი დარტყმა იყო მიყენებული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, აზერბაიჯანულმა ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში სამშვიდობო შეთანხმება 65-ჯერ დაარღვიეს.
„17 აპრილის ღამეს მთიანი ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის შეხების ხაზზე ოპერატიული გარემოების ცვლილებები არ განხორციელებულა. შეხების მთელი ხაზის გასწვრივ მოწინააღმდეგე პაუზებით განაგრძობდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიტყვიერი მოლაპარაკებების დარღვევას“, – აღნიშნეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები