არგენტინაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. კიდევ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. არგენტინული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები 21-დან 25 წლამდე იყვნენ. მათი დაღუპვა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Time Warp არგენტინის დედაქალაქში მეოთხედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები