რომის პაპმა საბერძნეთის კუნძულიდან ვატიკანში 12 ლტოლვილი წაიყვანა

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც დღეს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილების ბანაკს ეწვია, 12 სირიელი, მათ შორის ექვსი ბავშვი, ვატიკანში წაიყვანა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ვატიკანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ რომის პაპის მიზანია, აჩვენოს ლტოლვილებს, რომ ევროპა მათ მისაღებად მზად არის. ვატიკანი, თავის მხრივ, მზად არის, ეს ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს. კუნძულ ლესბოსზე რომის პაპის ვიზიტის დროს იქ ლტოლვილების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებისგან საზღვრების გახსნას და მათი დეპორტაციის შეწყვეტას ითხოვენ. ამჟამად კუნძულ ლესბოსის ლტოლვილების ბანაკში 3 ათასამდე პირი იმყოფება. მათი დიდი ნაწილი უახლოეს მომავალში თურქეთში იქნება დეპორტირებული, საიდანაც ისინი ევროპაში მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები