ლონდონის მერმა აშშ-ის პრეზიდენტი ორპირობაში დაადანაშაულა

ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორპირობაში დაადანაშაულა. ჯონსონის აღშფოთება გამოიწვია ობამას განცხადებამ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლის შესახებ.
ჯონსონმა, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარს უჭერს, „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ მსგავსი რჩევების პარალელურად, ამერიკელები სუვერენიტეტზე უარს არ ამბობენ, რასაც ბრიტანელებისგან მოითხოვენ.
„ძალზე უცნაურად მეჩვენება, რომ ამერიკელები ჩვენ გვასწავლიან, როგორ უნდა ვთქვათ უარი სუვერენიტეტზე, თვითონ კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღიარების კანონსაც კი არ იღებენ“, – განაცხადა ლონდონის მერმა.
როგორც მანამდე ბრიტანული პრესა წერდა, მომავალ კვირას ლონდონში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, მოუწოდოს ბრიტანელებს, ხმა მისცენ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენას. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა-არგასვლის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები