მოსკოვში ტაქსისტი დააკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო

მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. ამის შესახებ რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა. „ერთ-ერთი ტაქსის მძღოლზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ის „ისლამურ სახელმწიფოში“ ადამიანებს „ავერბოვკებდა“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების სხვა წევრებიც დააკავეს. ამისთვის ბოლო დღეებში მასშტაბური ოპერაცია ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები