პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოზე“ სახიფათოა

რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოზე“ სახიფათოა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ნატოს მომავალზე სკოვაკეთში გამართული დებატების დროს განაცხადა. ვაშიკოვსკის თქმით, რუსეთი სახიფათოა არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. მინისტრი ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე დამატებითი ძალების განთავსების ინიციატივით გამოვიდა. „რუსეთი ევროპისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მის მოქმედებას შეუძლია ქვეყნების განადგურება. ჩვენ გვაქვს სხვა საფრთხეები, მაგალითად – ტერორიზმი და მიგრანტების ნაკადი. მაგრამ რუსეთი ევროპისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები