რუსეთში პოლიციამ ორი ბოროტმოქმედი მოკლა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლა მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოროტმოქმედები ლიკვიდირებულები იყვნენ. რუსეთის შსს-ის ინფორმაციით, პოლიციელებმა სტავროპოლის მხარის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე შესამოწმებლად ავტომობილი გააჩერეს. ამ დროს მანქანაში მყოფმა ორმა პირმა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლით ეს პირები გაანადგურეს. პოლიციელებს შორის არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები