იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – საერთო ჯამში, 27 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში შაბათს ღამით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 7,3 შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ კუნძულ კიუსიუზე მდებარეობდა. შაბათს და ხუთშაბათს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 27 ადამიანი შეადგინა. ქალაქ იაციშიროში სტიქიამ რამდენიმე ხანძარი გამოიწვია, გაითიშა ელექტროენერგია. რეგიონში მაშველების დამატებითი ძალები ჩავიდნენ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები