„4 წლის განმავლობაში შევეცდები, არც ერთი კომპრომისი არ დავუშვა და არ გავაკეთო ის, რისიც არ მჯერა“

მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
კვირიკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით არც ერთ კომპრომისზე არ წავა და არ გააკეთებს იმას, რისიც არ სჯერა.
„მე მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით, ქვეყანაში დავასრულოთ კონფრონტაცია, სიძულვილის განცდა ადამიანებს შორის და სწრაფი განვითარების მიმართულებით გადავდგა ბევრი ნაბიჯი. ისიც აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით ყოველთვის არ არის პოპულარული.
მე იმის გამო, რომ კიდევ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, არც ერთ კომპრომისს არ გავაკეთებ – ეს არის ჩემი დაპირება. მე ვეცდები ამ 4 წლის განმავლობაში გავაკეთო ის, რაც სწორი იქნება, 4 წლის იქით რა მოხდება, ეს უკვე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ამიტომ, ვფიქრობ, სწორია, რომ ჩვენ ერთ საარჩევნო ციკლზე ვიფიქროთ.
ამ 4 წლის განმავლობაში მე შევეცდები, არც ერთი კომპრომისი არ დავუშვა ანუ არ გავაკეთო ის, რისიც არ მჯერა – აი, ეს არის ჩემი ამბიცია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები