გიორგი კვირიკაშვილი: სუს-ის გამოყოფა შსს-დან სწორი გადაწყვეტილება იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ პრემიერმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
“რაც შეეხება სუს-ის გამოყოფას შსს-დან, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არ მინდა ცხრა წელი ვახსენო, მაგრამ თუ თქვენ ვერ ამჩნევთ ცვლილებებს 2011-2012 და 2013 წლებს შორის, მაშინ დასკვნების გაკეთება მაყურებლისთვის მიმინდია. რაც შეეხება სუს-ს, ამაზე პასუხს ცოტა იუმორში გადავიტან, სუს-ის თანამშრომელი თუ პაატა ბურჭულაძის ფონდში გაწევრიანდა და თუ ის დაჰყვება რეგიონებში გამოსვლების დროს ფონდს, მაშინ მე ვფიქრობ, არ ვიცი რა ვთქვა, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტები მითხარით. ვფიქრობ, თქვენი განცდა ცოტა გადაჭარბებულია”,- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერი ” პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი წევრის შესაძლო ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის პირადად ესაუბრა შს მინისტრს, რათა გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდეს.
“რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი წევრის, შესაძლო ცემის ფაქტს, მე ამის თაობაზე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს, სხვებთანაც მქონდა საუბარი, რომ გამოძიება მაქსიმალურად ჩქარა ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები