პრემიერ-მინისტრი: დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები

მე ვთავაზობ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას გააკეთა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისი მთავარი გამოწვევა, ისეთი ქვეყნის შენებაა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო ექნებათ. მისივე თქმით, მკაფიო ხაზები უნდა გაისვას ოპონირებასა და შეურაცხყოფას შორის.
„პოლარიზაცია გარკვეულწილად კარგია აზრთასხვადასხვაობის კუთხით, მაგრამ კონფრონტაცია პოლარიზაციის ერთი სახეა, რომელიც ასე ვთქვათ დესტრუქციაში გადადის არის დასამთავრებელი ამ ქვეყანაში. რამდენად ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები. ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდინებელი. ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლოს უბრალოდ ან მოკლას ვიღაცა ამის გამო. ამიტომ დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება ხომ შეიძლება და ისე წავიდეთ წინ რომ არ ვლანძღოთ ერთმანეთი. პიროვნული შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს. გავავლოთ მკაფიო ხაზები ოპონირებასა და შეურაცხყოფას შორის.
ეს არის ჩემი მთავარი გამოწვევა. მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს მეტი სითბო ექნებათ ერთმანეთის მიმართ. შეიძლება არ მოგწონდეს ვიღაცის აზრი, მაგრამ არ გეზიზღებოდეს იმის გამო, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს. ეს პრაქტიკა ჩვენი დამკვიდრებული არ არის ნამდვილად. უბრალოდ იმ მემკვიდრეობის მიმღებები ვართ ჩვენ და ესეც სიმართლეა. აი, ხომ ხედავთ რამდენი სიმართლე გითხარით 3 წუთის განმავლობაში. ეს არის დღეს ჩვენი გამოწვევა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვროთ. ჩვენ თუ შიგნით არ გვექნება ერთმანეთის პატივისცემა, რა განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები