გიორგი კვირიკაშვილი: 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი

„2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი“,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას გააკეთა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიარა ამ საშინელებებში, თუმცა ახლა ამაზე აქცენტის გაკეთება ხალხს აღარ აინტერესებს.
„9 წლის თემას რაც შეეხება, არაერთ ჩემს გამოსვლაში მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებები და წარუმატებლობების 9 წელი. იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს. კეთდებოდა ამ ქვეყანაში ისეთი რაღაცეები, რაც მოქალაქეებს და მათ შორის მეც მომწონდა. მომწონდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, საბაჟო სისტემის რეფორმა და სხვა. ჩვენ უნდა ვთქვათ ეს სიმართლე, არ უნდა შეგვეშინდეს და ვერ ვხედავ მიზეზს რომ შეგვეშინდეს. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი. ესეც უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ რაც მაშინ ხდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ვინც ამ საშინელებებში გაიარა. გარბოდნენ ადამიანები და მამებს, ცოლებს უპატიმრებდნენ, რომ ჩამოეყვანათ უკან და „სკაიპით“ აძლევინებდნენ მინდობილობას, რომ გადაეფორმებინათ ქონებები. არ უნდა დავმალოთ, მაგრამ ამაზე კიდევ აქცენტის გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს, ესეც სიმართლეა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები