გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებზე: ჩვენ არ გვაქვს განწყობა, ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ფაქტი,რომ მმართველ კოალიციას საკუთარი აქტიური საინფორმაციო არხები არ გააჩნია, მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლებო გუნდს არ აქვს არჩევნებისთვის ადმინისტრავიული რესურსის გამოყენების სურვილი. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას, ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ საარჩევნო პროცესის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“თუნდაც ის,რომ დღეს ჩვენს პარტიას, მმართველ კოალიციას არ გააჩნია საკუთარი აქტიური საინფორმაციო არხები, მე მგონია, რომ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს ის განწყობა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ადმინისტრაციული რესურსი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები