გიორგი კვირიკაშვილი: სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია

სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის წარსულს ეხებოდა.
”მე ვფიქრობ, რომ რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლოს რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არ დაგიმალავთ, ვინაიდან განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. მეც გამაჩნია განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, მე არ მქონია საკმარისი დრო, რომ ამ მიმართულებით უფრო ღრმად ჩამეხედა. მე მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმის”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში კამპანიაში ”ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
პრემიერის მზად არის, სასამართლოს რეფორმის მიმართულებით წინადადებები მოისმინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები