პრემიერი: არ ვაპირებ „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს. ამის შესახებ მან საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონით არის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა და თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას ამ პერიოდისთვის, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
“არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას ამ პერიოდისათვის, სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში, ეს არის ერთად მუშაობის ასეთი გამოცდილება, რა გამოცდილებასაც ჩვენ დღეს გავდივართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა. არ მგონია, ამაზე კიდევ დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი იყოს.” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები