პრემიერი: არ მჭირდება იმის დამტკიცება, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვარ

მე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი გამოწვევაა დავამტკიცო, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
“მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევაა დავამტკიცო ის, რომ მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები. ამისი დამტკიცება არ მჭირდება. მე ვფიქრობ,რომ ქვეყანაში გაცილებით სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პირობებში შეძლონ დამატებითი შემოსავლების მიღება და საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დავძლიოთ ეს გამოწვევები“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები