გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტის განცხადება არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემის შესახებ არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს.
როგორც პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, იყო გარკვეული გაუგებრობა.
„სამწუხაროდ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა, მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა მაგრამ არამგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს, არ არის ეს ასე ნამდვილად. მას შემდეგაც მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას და ვნახოთ, რა გადწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები