გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მოწოდებაა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩავატაროთ

„ჩვენი მოწოდება გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩავატაროთ, სადაც უპირველეს ყოვლისა სიტყვის თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
კვირიკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, რათა მოსახლეობამ საქართველოს მომავლისთვის ღირსეული არჩევანი გააკეთოს.
„ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები გადასაწყვეტი. ეს არის, საპარლამენტო არჩევნები. მოგეხსენებათ, რომ მმართველ კოალიციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდგომ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით აღარ მოხდეს მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში პარტიები ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას, რაც უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის ამ პროცესს.
ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროცესი.
ჩვენი მოწოდება გახლავთ ის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები, სადაც უზრუნვეყოფილი იქნება სიტყვის თავისუფლება და რა თქმა უნდა, უზრუნვეყოფილი იქნება ჩართულობა. ყველაზე მთავარი კი შემცირდება დაძაბულობა ადამიანებს შორის და უფრო მშვიდ გარემოში იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანებმა გააკეთონ საკუთარი არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები