გიორგი კვირიკაშვილი: “ქართული ოცნების“ გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს

“ქართული ოცნების“ გუნდის მნიშნელოვანი განახლება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოება “ქართული ოცნების“ რიგებში ბევრ ახალგაზრდა პროფესიონალს იხილავს.
“ქართული ოცნების“ გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები სახეზეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილების გრძნობა გვაქვს ყველაფერთან მიმართებაში. არის მიმართულებები, სადაც შესაძლებელია მეტი გაკეთებულიყო და სწორედ ამიტომ, დღეს იქმნება ახალი გუნდი, ახალი ამოცანებით, ახალი დღის წესრიგით და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს საქართველოს შემდგომ განვითარებას.
ახალი გუნდის წევრებისთვის მთავარი კრიტერიუმები იქნება – პირველ რიგში გულწრფელობა ჩვენს თანამოქალაქეებთან მიმართებაში, გახსნილობა და პროფესიონალიზმი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები