საქართველოს პარლამენტმა ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მიიღო უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია. დოკუმენტში საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას, ასევე არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევა, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.
საკითხის ინიციატორები ,,თავისუფალი დემოკრატები” არიან.
შეგახსენებთ,რომ დონეცკის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლს, ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დონეცკის სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები