პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციაზე რეზოლუცია მიიღო

89 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციაზე რეზოლუცია მიიღო. საკითხი საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა და მისი განხილვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეპუტატებმა რეზოლუციის ტექსტი განიხილეს და კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხდნენ.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა დავით ბაქრაძემ კენჭისყრის შემდეგ, დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში, ცალსახად პოზიტიურად ვაფასებ როგორც რეზოლუციას, ასევე იმ ფაქტს, რომ უმრავლესობამ გაიზიარა ჩვენი წინადადება“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები