თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის ფონდი ბიუჯეტის ფულითაა შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული თანხით

პრეზიდენტის ფონდი იგივე ბიუჯეტია, ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული, – ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში სარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსებაში მთავრობას შეეხიდოს.
”მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი, ვერ გავიგე. რამე ფული იშოვა სადმე?.. პრეზიდენტის ფონდი იგივე ბიუჯეტია, ჩვენი გადახდილი ფულით არის და არა მისი ხელსაქმით და შემოსულობებით შევსებული. თუ რამე სხვა ფული გააჩნია მას, მაშინ ადგეს და, აქედან გამომდინარე, დააფინანსოს და არა ჩვენი ფული დახარჯოს ასე. ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს საღ აზრს და საღი აზრი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ეს საარჩევნო პერიოდი არ უნდა გაიწელოს უსაშველოდ,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, წინასაარჩევნო პერიოდში სარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსებაში მთავრობას შეეხიდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები