ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ჩემი პოლიტიკური ჯგუფის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, იოან მირჩა პასკუსის განცხადებით, ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ იოან მირჩა პასკუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეფორმების მნიშვნელობა, ასევე ხალხის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა. რეფორმების განსახორციელებლად, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი სწორი გზით წავა.
„სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, მინდა ჩვენს მხარდაჭერაში დაგარწმუნოთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.
სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 13-14 აპრილს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები