მარიხუანისა და მედიკამენტების შემოტანის უკანონო მცდელობა გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოსულ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინა.
ავტომობილი, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.ა. მართავდა, რისკების პროგრამის საფუძველზე დაათვალიერეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმაც. რუსეთის მოქალაქე მ.ჩ.-ისა და სომხეთის მოქალაქე მ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა მედიკამენტები PREGABALIN RIXTER და TRAMADOL PARACETAMOL (შესაბამისად, 14 და 20 აბი). ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები