„ლიმონი მრგვალია და ყვითელი“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე არჩევნების გადადების შესაძლებლობაზე საუბრობს

„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საპარლამენტო არჩევნების გადადების სავარაუდო შესაძლებლობაზე ისაბრა. მისი განცხადებით, თუ არჩევნების თარიღს დროულად არ მოჰყვა კონტრასიგნაცია, შესაძლებელია, რომ პარლამენტს მისი უფლებამოსილება კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელდეს.
„გახსოვთ ალბათ, როდესაც პრემიერმა დასძინა, ისე გამოაცხადეთ ვადა, რომ კონტრასიგნაციით გათვალისწინებული თარიღი სწორედ რვა ივლისს დაემთხვესო. ეს მიუღებლად ჩათვალა მარგველაშვილმა და განაცხადა, რომ მე გადავამოწმე და ის თანხები, რომლის გამოც აპელირებენ პრემიერის გარემოცვაში, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, სიმართლეს არ შეესაბამებაო და თუ დამატებითი ხარჯები იქნება გასათვალისწინებული, მზად ვარ, რომ საპრეზიდენტო ფონდიდან დავფაროო,  მე ვაპირებ, გამოვაცხადო საარჩევნო თარიღი მაისის დასაწყისშიო.
თუ ის, მართლაც, გამოაცხადებს ვადას მაისის დასაწყისში და ამას არ მოჰყვება კონტრასიგნაცია პრემიერის მხრიდან, ამ შემთხვევაში ორგანული კანონით გათვალსწინებულია, რომ შემდგომი 6 თვის მანძილზე პრეზიდენტი ვეღარ გამოაცხადებს ახალ საარჩევნო ვადას და ჰიპოტეტიურად მივიღებთ იმას, რომ მოქმედ პარლამენტს ვადა გაუგრძელდება კიდევ ორი თვით. ამაზე, მგონი, არავის უმსჯელია, მაგრამ თეორიულად ასე მოხდება. ლიმონი ყვითელია და მრგვალია, თუ არ მოხდება პრემიერის მიერ კონტრასიგნაციის საკითხის მოგვარება და ის ისეთივე პრინციპით წინააღმდეგობას გაუწევს მარგველაშვილს, როგორსაც მარგველაშვილი უწევს დღესდღეობით კვირიკაშვილს. რეალურად შევდივართ იმ პირობებში, როდესაც მაღალმთიან რეგიონებში უბრალოდ ვეღარ ჩატარდება არჩევნები“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები