დიმიტრი ლორთქიფანიძე: „რესპუბლიკელი“ მინისტრები პოსტებს ვეღარ შეინარჩუნებენ
„რესპუბლიკელი“ მინისტრები პოსტებს ვეღარ შეინარჩუნებენ და თქვენ მალე დადგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ისინი თავად დატოვებენ საკუთარ თანამდებობებს, – აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.
“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას „რესპუბლიკელები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით ხსნიან.