დიმიტრი ლორთქიფანიძე: NDI-ის კვლევა აშშ-ის სახელისუფლებო ორგანოების ინტერესებს ემსახურება

NDI-ის კვლევა მთლიანად ემსახურება აშშ-ის სახელისუფლებო ორგანიზაციების ინტერესებს, – აღნიშნული განცხადება, „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
” NDI ამერიკის კონგრესმა დააფუძნა. შესაბამისად, ის არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ის არის კონკრეტული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს იმ ინტერსებს, რომელიც ემსახურებიან აშშ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მყოფი დემოკრატები. აქედან გამომდინარე, მისი კვლევა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არის დაინტერესებული ორგანიზაციის კვლევა, და ის მთლიანად ემსახურება აშშ-ის სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოების ინტერესებს. მათი ინტერესები კი, თავის მხრივ, გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ და ლიბერალური ინტერნაციონალის კონსოლიდირებული ძალის შექმნას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები