დიმიტრი ლორთქიფანიძე: NDI-ის კვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციისკენ არის მიმართული

„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც NDI-ს კვლევების შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა არასანდოა და“ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციისკენ არის მიმართული. ლორთქიფანიძემ წინა წლების პრაქტიკაც გაიხსენა და განაცხადა, რომ შედეგები ყოველთვის ძალიან შორს იყო რეალობისგან.
„ბოლო სამი არჩევნების მანძილზე ცდომილება, რომელიც სხვადასხვა პარტიის მიმართ NDI-ს მიერ იყო წარმოდგენილ დასკვნებში იყო, 100-დან 300 %- მდე შეადგენდა.
ძალიან მარტივ შედეგს გეტყვით – 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ ერთი თვით ადრე, „გაერთიანებული დემოკრატების“ რეიტინგთან დაკავშირებით,~ NDI აცხადებდა, რომ 1.4 პროცენტი იყო, ჩვენ ავიღეთ 11 პროცენტი. არის თუ არა ეს ნათელი დადასტურება იმისა, რომ NDI-ს როგორც საქართველოში რეგისტრებული ორგანიზაციის – კავკასიური კვლევითი ცენტრის დამკვეთის ნდობის ხარისხი საზოგადოებაში ნულის ტოლფასია.
მომავალში აღარ უნდა აწარმოოს ამ ორგანიზაციამ კვლევები. ის დაკვეთას ღებულობს შვედეთის სამეფოდან და კვლევას ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლე. აქ არის ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი და ეს კვლევაც მიმართულია „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციისკენ“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები