კახა კოჟორიძე: პრემიერ-მინისტრი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის პროცესი ჩიხში შეიყვანოს

„დარწმუნეული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრიც და საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის პროცესი ჩიხში შეიყვანოს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, არჩევნების თარიღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანა არანაირი პოლიტიკური კრიზისის პროცესში არ არის. კოჟორიძე ამბობს, რომ თუკი მთავრობის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვლენ, მაშინ ყველა პრობლემა მოიხსნება.
„არანაირი პოლიტიკური კრიზისის პროცესში ქვეყანა არ არის. ყველა თუ ამოვა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მაშინ ყველა პრობლემა დაუყოვნებლივ მოიხსნება. არჩევნები აუცილებლად ჩატარდება 2016 წლის ოქტომბერში. ამ შემთხვევაში არ არის მთავარი, ვის რა შეეშალა. პრეზიდენტის პოზიცია, რომ ეს აქტი თავიდან ბოლომდე იყო შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის ინიციატივით ჩაიწერა 8 აგვისტო. ეს არის ასე“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით გუშინ მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები