დავით ზურაბიშვილი: საარჩევნო კანონში ცვლილებები ნამდვილად შესატანია

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციზე, არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეული ცვლილებები საარჩევნო კანონში, მართლაც, განსახორციელებელია, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმება შედგეს.
„საარჩევნო კანონში ცვლილებები ნამდვილად შესატანია. ბევრი დეტალია, რომელიც, ერთი შეხედვით, წმინდა პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება, მაგრამ საარჩევნო რეგულაციებს მაინც უწესებს სახელმწიფო ორგანოებსაც და მედიასაც. ვგულისხმობ გაშუქების თვალსაზრისით. დასაზუსტებელი საკითხები აქ ნამდვილად არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მთავარია, რომ პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ სწრაფად და ეს საკითხიც გადაწყდეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები