ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 21 აპრილს განიხილავს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 21 აპრილს განიხილავს. ამის შემდეგ საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც კავშირში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა აღმასრულებელი ორგანოა. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ, შენგენის ზონის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში, მოკლევადიანი ვიზიტით – 6 თვის განმავლობაში 90 დღით, უვიზოდ ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები