მანანა კობახიძე გია ბარამიძეს – იქნებ დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ (ვიდეო)

„ბატონო გია, იქნებ დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ“, –ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმცირესობის დეპუტატს, გია ბარამიძეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლის საკითხს მოჰყვა.გია ბარამიძე აცხადებდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ვალდებულია, პარლამენტში მივიდეს. სწორედ მის ამ გამოსვლას მოჰყვა ხმაური.
”ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს, ბიურო მათ დაეთმოთ და ბატონო გია, იქნებ დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ“,- მიმართა მანანა კობახიძემ ბარამიძეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები